Active Directory–ის დაყენება

მას შემდეგ, რაც განვახორციელებთ ინსტალაციის შემდგომ კონფიგურაციას დავიწყოთ Active Directory (AD)-ს დაყენება.

გამოვიძახოთ Server Manager

ავირჩიოთ Roles და დავაჭიროთ Add Roles

Next

მოგხვთხოვს  .NET Framework– ის დაყენებას. ვაჭერთ Add Requered Features

ვირჩევთ Active Directory Domain Services და Next

და ბოლოს Install

თუ ყველაფერი კარგად დამთავრდა გამოგვიტანს შემდე სურათს და ვაჭერთ Close

შემდეგ გამოსულ სურათში ნაჩვენებია, რომ ჩვენ დავაყენეთ Active Directory Domain Services მაგრამ ეს სერვერი ჯერ არ არის გაშვებული როგორც დომეინის კონტროლერი (Domain Controller (DC)). იმისათვის რომ გავხადოთ მოცემული სერვერი დომეინ კონტროლერად დავაჭიროთ Run the Active Directory Domain Services Installation Wizard –ბმულს

ან  Run– ში ავკრიბოთ ბრძანება dxpromo.exe და დავაჭიროთ Enter–ს.

გამოსულ ფანჯარაში მოვუნიშნოთ თოლია Use advanced mode installation-ს და დავაჭიროთ Next-ს

Next

ვნიშნავთ Crate a new domain in a new forest რომ შევქმნათ ახალი დომეინი ტყეში.

შემდეგ ფანჯარაში ვწერთ სასურველი დომეინის სახელს რომელიც ასევე იქნება ტყის სახელი. მაგალითად contoso.com  მაგრამ გაითვალისწინეთ რომ თუ გინდათ მოცემული დომეინის ინტერნეტში გაყვანა დომეინის სახელი აუცილებლად უნდა იყოს უნიკალური და გეკუთვნოდეთ თქვენ.

ვტოვებთ უცვლელად და Next

ვირჩევთ ჩვენი ტყის ფუნქციონალის საფეხურს, ანუ თუ ტყეში ერთერთ დომეინის კონტროლერზე აყენია Windows  server 2003 მაშინ უნდა ავირჩიოთ , შესაბამისად სხვა სისტემებისათვის. რადგან ეს არის ჩვენი პირველი დომეინ კონტროლერი და ჩვენ არ ვაპირებთ Windows server 2008 R2 ვერსიაზე დაბალი ვერსიის დაყენებას მომავალში სხვა კონტროლერებზე ამიტომ ავირჩიოთ Windows server 2008 R2 და Next

დავტოვოთ თოლია თუ აქამდე არ დაგვიყენებია ცალკე DNS server -ი (DNS server იც ავტომატურად დაყენდება ჩვენს შემთხვევაში ) Next

Next

შევიყვანოთ პაროლი რომელიც დაგვჭირდება აღდგენის შემთხვევაში (ეს არ არის ადმინისტრატორის სისტემაში შესასვლელი პაროლი) Next

Next და ველოდებით სანამ ყველაფერი დაყენდება

მოვუნიშნოთ თოლია Reboot on complation, როდესაც ყველაფერი დაყენდება კომპიუტერი დარესტარტდება და ჩვენი AD დომეინ კონტროლერიც მზადაა.

ვიდეო

3 responses

  1. გამარჯობათ ძალიან მომეწონა თქვენი ბლოგი..
    შეგიძლიათ ტუტორიალი დადოთ exchange server ძე

  2. კი უახლოეს მომავალში აუცილებლად დავდებ

  3. გამარჯობათ, 2012 სერვერზე როგორ ხდება ეს ყველაფერი ძალიან კარგი იქნება

დატოვე კომენტარი